(032) 2 22 05 05

Azure

ნებისმიერ ორგანიზაციაში მთავარ აქტივს წარმოადგენს მონაცემები, რომელთა დაცვა არის იმპერატიული.

მიუხედავ ორგანიზაციის ზომისა. საზღაური დიდი ხნით გაჩერების ან მონაცემების დაკარვისთვის შეიძლება იყოს ძალიან მაღალი.

იუ-ჯი-თის მიდგომა და კონკრეტული პროექტები ეყრდნობა საერთაშორისო მეთოდოლოგიებს და პარტნიორების უკვე გამოცდილ გადაწყვეტილებებს. ჩვენი სერტიფიცირებული ექსპერტების კვალიფიკაცია და პარტნიორი კომპანიების მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება უზრუნველყოფს ჩვენი მომსახურების მაღალ ხარისხსა და დამკვეთების კმაყოფილებას. პარტნიორებს შორის მოწიანვე ადგილზეა მაიკროსოფტი თავისი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

 

Backup (სარეზერვო ასლები) გულისხმობს არსებული ინფორმაციის, ან სერვისების მდგომარეობის შენახვას რამდენიმე ეგზემპლარად მისი დაზიანების შემთხვევაში აღდგენისათვის. Azure Backup იძლევა საშუალებას Microsoft ის სასერვერო ინფრასტრუქტურის გამოყენებით შეიქმნას ასლები და შენარჩუნდეს წინასწარ განსაზღვრული დროის პერიოდით. ეს არის მასშტაბირებადი გარემო არ მოითხოვს არანაირ წინასწარ ინვესტიციას და აქვს მინიმალური საოპერაციო დანახარჯები. კასეტური რეზერვირების სისტემაზე მნიშვნელოვნად იაფი და ასლების 99 წლამდე შენახვის პერიოდით. მონაცემები ინახება 3 ასლად და აქედან ერთი არის გეოგრაფიულად მოშორებულ მონაცემთა ცენტრში. მონაცემები იშიფრება სანამ მოხდება მათი ღრუბლოვან გარემოში გადატანა, ხოლო ჩაშენებული მონაცემთა შეკუმშვის ფუნქცია უფრთხილდება და არ ტვირთავას თქვენ ქსელურ მოწყობილობებს.

 

BC (ბიზნესის უწყვეტობა) გულისხმობს არსებული სერვისების გადანაწილებას განსხვავებულ მოწყობილობებზე, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად იმუშავებენ. შედეგად ვიღებთ ინფრასტრუქტურას, სადაც ერთი მოწყობილობის დაზიანება არ აფერხებს სერვისს. DR (ავარიული გადართვა) გულისხმობს არსებული სერვისებისთვის, პასიური ასლის შექმნას რომელის მუშა მდგომარეობაში მოყვანა ხდება აქტიური მოწყობილობის ხარვეზების შემთხვევაში. აქ აღინიშნება მცირე წყვეტა სერვისში, რომელიც წარმოადგენს პასიური ასლის ჩასართავად საჭირო დროს.

 

 

Azure Site Recovery იძლევა საშუალებას დამატებითი მოწყობილობების შესყიდვის გარეშე, ჩვენი არსებული სერვისები გავხადოთ უწყვეტი და/ან შევქმნათ ავარიული გადართვისთვის საჭირო პასიური ასლი. ამისთვის გამოიყენებთ Microsoft ის სასერვერო ინფრასტრუქტურა. დიდ ინვესტიციასთან და საოპერაციო ხარჯებთანნარის დაკაშირებული სარეზერვო მონაცემთა ცენტრის აგება და მარვთვა. ეს გადაწყვეტილება იძლევა მნიშვენლოვან ეკონომიას, რამეთუ იხდით მხოლოდ მაშინ როდესაც იყენებთ გამოთვლით რესურსებს. ასევე მიღწევადია 30 წამამდე RPO (Recovery Point Objective). Azure-ში გარანტირებული გაქვთ 99.9% ხელმისაწვდომობა.