Windows Server 2016
Windows Server - ითვლება მსოფლიოს საუკეთესო სასერვერო სისტემად, რომელსაც კორპორაცია Microsoft-ი სთავაზობს მომხმარებელს. აღნიშნული სასერვერო პლატფორმა გამოირჩევა სიმარტვით, მდგრადობითა და უამრავი ინსტრუმენტით, რაც გაგიადვილებთ მუშაობას.
Windows Server 2016 არის ენტერპრაიზ კლასის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს 512-მდე ლოგიკური პროცესორის მხარდაჭერას, 24TB (6-ჯერ უფრო მეტი 2012 R2 ვერისაზე) ფიზიკური მეხსიერებისა და 12TB (12-ჯერ უფრო მეტი 2012 R2 ვერისაზე) მეხსიერების მხარდაჭერას თითო ვირტუალურ მანქანაზე. Windows Server 2016 ლიცენზირება შეიცვალა სერვერის ბირთვების მიხედვით.
Windows Server-ის ძირითადად მოთხოვნადი რედაქციები (Standard და Datacenter):
- Windows Server 2016 Standard License 2Core
- Windows Server 2016 Datacenter License 2Core
შეიცვალა ლიცენზირების წესებიც:
- ლიცენზიები იყიდება 2-ბირთვიანი ლიცენზიის პაკეტად
- სერვერის თითოეულ ფიზიკურ პროცესორზე საჭიროა მინიმუმ 8 ბირთვის ლიცენზია (4 x 2-ბირთვიანი ლიცენზია) და თითოეულ სერვერზე მინიმუმ 16 ბირთვის ლიცენზია
- Windows Server 2016 Standard რედაქციის შემთხვევაში, შესაძლებელია გალიცენზირებულ სერვერზე 2 ვირტუალური მანქანა გაეშვას. ყოველი 1 ან 2 ვირტუალური მანქანის დამატების შემთხვევაში, ისევ სრულად უნდა გალიცენზირდეს სერვერის ფიზიკური ბირთვები
ისევ საჭიროა სასერვერო სერვისებზე წვდომის ლიცენზიებით კლიენტებისათვის - CAL:
- Windows Server CAL Device CAL
- Windows Server CAL User CAL
Windows Server 2016 წარმოდგენილია რამდენიმე რედაქციით:
- Windows Server Datacenter - არის Windows Server-ის რედაქცია, რომელიც განსაზღვრულია საშუალო და მსხვილ ბიზნესზე, მაღალი ან ულიმიტო ვირტუალიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში. Windows Server 2016 Datacenter - რედაქციას დაემატა შემდეგი ფუნქციონალი: Shielded Virtual Machines, software-defined networking, Storage Spaces Direct, and Storage Replica
- Windows Server Standard - არის Windows Server-ის რედაქცია, რომელიც განსაზღვრულია საშუალო და მსხვილ ბიზნესზე, ოღონდ მცირე ვირტუალიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში
- Windows Server Essentials - არის Windows Server-ის რედაქცია, რომელიც თავისი ფუნქციონალით განსაზღვრულია მხოლოდ ძალიან მცირე კომპანიებზე (25 მომხმარებლამდე)
რედაქციებს შორის სხვაობა შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში: