(032) 2 22 05 05

Microsoft Enterprise Agreement (EA)

მაიკროსოფტის ენტერპრაიზ შეთანხმება მსხვილ ორგანიზაციებს პროგრამული უზრუნველყოფის გალიცენზირებაზე გაწეული ხარჯების დაზოგვას სთავაზობს. მათ, ასევე, შეუძლიათ, ლიცენზიებთან ერთად, ორგანიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე მიიღონ მრავალი სარგებელი, უკეთ დაგეგმონ ბიუჯეტი და მართონ ლიცენზიები ერთი შეთანხმების ქვეშ.

 

EA განსაზღვრულია მსხვილი ორგანიზაციებისთვის, რომელთაც აქვთ 500 და მეტი კვალიფიციური კომპიუტერი, ამასთან, მათთვის მნიშვნელოვანია ფინანსური მხარე, მუდმივი განვითარება, მაღალი ხარისხის მხარდაჭერა და დამატებით მრავალი სახის სხვადასხვა სარგებელი.

 

უპირატესობები:

  • მუდმივი ლიცენზია
  • 3 წლიანი გარიგება მაიკროსოფტთან
  • 3 წელზე თანაბრად გადანაწილებული გადასახადი
  • Software Assurance სრული სერვისი
  • მორგებული და უკვე პრაქტიკაში გამოყენებული მაიკროსოფტის პლატფორმები
  • True Up
  • ფიქსირებული ფასი
  • განახლების შესაძლებლობა

 

„მაიკროსოფტ ენტერპრაიზ შეთანხმების“ ქვეშ შემავალი პროგრამული უზრუნველყოფის ყველა ლიცენზია არის მყიდველის (ორგანიზაციის) საკუთრება.

 

EA–ს შეთანხმება ფორმდება უშუალოდ მაიკროსოფტსა და დამკვეთს შორის. მაიკროსოფტი ხელს აწერს 3 წლიან შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც მაიკროსოფტი პასუხისმგებელია შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, და 3 წლის განმავლობაში გაუწიოს დამკვეთს 24/7–ზე მაღალი ხარისხის მხარდაჭერა.

 

იმისათვის, რომ შეამციროთ წლიური ხარჯები და გაზარდოთ IT სამსახურის პროდუქტიულობა, EA გთავაზობთ 3 წლიან განვადებას, რომლის ფარგლებშიც თქვენ მთლიანი ლიცენზიების ღირებულებას ანაწილებთ სამ თანაბარ ნაწილად. EA – ს ფარგლებში მყიდველი ღებულობს სრულ Software Assurance – ის სარგებელს.