(032) 2 22 05 05

Microsoft Product & Services Agreement

MPSA განსაზღვრულია საშუალო და მსხვილი ორგანიზაციებისთვის, რომელთაც სურთ ერთი ან რამდენიმე სახეობის პროდუქტის  კალათის შეძენა რათა უზრუნველყონ შვილობილი და პარტნიორი კომპანიების დეცენტრალიზებული მმართველობა.

 

უპირატესობები:

  • არ მოითხოვს სტანდარტიზაციას
  • უვადო ხელშეკრულება
  • 4 დონიანი საფასო სისტემა (ფასი დამოკიდებულია პროდუქტის კალათებში ქულებზე)
  • ოფციონალური Software Assurance სრული სერვისით
  • შეძენის შემთხვევაში მიიღებთ 3 წლიან Software Assurance-ს
  • გადახდის 3 წელზე განაწილების საშუალება
  • განახლების შესაძლებლობა

 

MPSA არ მოითხოვს სტანდარტიზაციას, რაც ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს შეიძინონ განსხვავებული ვერსიის მაიკროსოფტის სისტემური, აპლიკაციური და სერვერული პროდუქტები. ამ შეთანხმების ფარგლებში ორგანიზაციას შეუძლია შეიძინოს მხოლოდ ერთი კალათა და მიიღოს სრული ენტეპრაიზ სარგებელი.

 

MPSA არის უვადო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა გააწევრიანოს შვილობილი კომპანიები და პარტნიორები ( რომლის 50%-ზე მეტ აქციებს ფლობს) ერთი ხელშეკრულების ქვეშ. Open License – ისგან განსხვავებით, ხელშეკრულების ფარგლებში, დამატებულ ახალ ორგანიზაციას, რომელიც შეიძენს ოფციონალურ SA-ის, მიიღებს 36 თვიან SA–ის სერვის.SA–ის განახლება დამოუკიდებელი იქნება სხვა ორგანიზაციებისგან.

 

MPSA-ს ფასი დამოკიდებულია პროდუქტის კალათებზე, საწყისი დონისათვის MPSA-ის მოთხოვნები არ აქვს. მომდევნო წლებში ორგანიზაციამ უნდა დააკმაყოფილოს MPSA –ის მოთხოვნები, მინიმუმ 500 ქულა თითო კალათაში. ქულების დათვლა ხდება შეძენილი ლიცეზნიების, Software Assurance-ებისა და ონლაინ სერვისების მიხედვით.