(032) 2 22 05 05 |
OLP არის ორ წლიანი შეთანხმება რომელიც განსაზღვრულია 5–დან 250 მომხმარებლამდე მქონე მცირე და საშუალო ორგანიზაციებისათვის, რომელთაც სურთ შეიძინონ კორპორატიული ლიცენზია და მისაღებია წინასწარი გადახდის სისტემა.
კორპორატიული ფასი დამოკიდებულია საპროდუქტო კალათის ჯამზე. მაიკროსოფტის ლიცენზირების წესების მიხედვით, საპროდუქტო კალათა დაყოფილია სამ ნაწილად, სერვერები, სისტემები და აპლიკაციები. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საპროდუქტო კალათა აღემატება 500 ქულას, მყიდველი მიიღებს დამატებით ფასდაკლებას მაიკროსოფტისგან. მაგ. 1 x Office 2010 ლიცენზია = 1 x მაიკროსოფტის ქულას, ხოლო 1 x SA = 1 ქულას.
კორპორატიული ლიცენზირების შეძენის შემთხვევაში, მყიდველს გადაეცემა 1 საავტორიზაციო ნომერი, რომლის საშუალებით შეეძლება მაიკროსოფტის ლიცენზიების სამართავ ონლაინ პორტალზე იხილოს მის მიერ შესყიდული ყველა ლიცენზია. ამ გზით შესყიდვების დეპარტამენტსა და აუდიტს უადვილდებათ პროგრამული უზრუნველყოფის ინვენტარიზაცია.