(032) 2 22 05 05

დაცვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები

შემოსავლის მიღების მიზნით ნაწარმოების უკანონო რეპროდუცირება ან ტექნოლოგიური საშუალების გვერდის ავლა, მათი კონტრაფაქციული ასლების არამართლზომიერი შეძენა, იმპორტი, შენახვა, გაყიდვა, გაქირავება ან სხვა უკანონო გზით გამოყენება გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 3000 ლარამდე კონტრაფაქციული ასლების და სამართალდარღვევის ჩადენისათვის საჭირო მასალების, მოწყობილობებისა და ტექნიკური საშუალებების კონფისკაციით; ხოლო ნაწარმოების ასლებზე უფლების მფლობელის მიერ დასმული დაცვის ნიშნის (აღნიშვნის) უკანონო შეცვლა ან განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 3000 ლარამდე, ნაწარმოების და, აგრეთვე, სამართალდარღვევის ჩადენისათვის საჭირო მასალების, მოწყობილობებისა და ტექნიკური საშუალებების კონფისკაციით.


იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 3000-დან 5000 ლარამდე კონტრაფაქციული ასლების და სამართალდარღვევის ჩადენისათვის საჭირო მასალების, მოწყობილობებისა და ტექნიკური საშუალებების კონფისკაციით.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი”, მუხლი 1571 – 1573


აღსრულებაზე უფლებამოსილი ორგანოები - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ შინაგან საქმეთა ან ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, ხოლო სახდელს უფარდებს საქალაქო სასამართლო.