(032) 2 22 05 05

დაცვის სამოქალაქო-სამართლებრივი მექანიზმები

უფლების დარღვევის შემთხვევაში, საავტორო უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს:

 

ა) უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს; 

 

ბ) ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით;

 

გ) ზიანის ანაზღაურების ნაცვლად იმ შემოსავლის ჩამორთმევა, რომელიც დამრღვევმა მიიღო მათი უფლებების დარღვევის შედეგად.

 

სარჩელის შეტანისას მოსარჩელე ასევე უფლებამოსილია მოითხოვოს ყადაღის დადება იმ ნაწარმოებზე, რომლის ასლების მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ისინი კონტრაფაქციული ასლებია. ყადაღა ასევე შესაძლოა დაედოს დოკუმენტებს, ანგარიშებს და სხვა ნივთებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად სასამართლო განხილვისას.