(032) 2 22 05 05

ჩვენ შესახებ

2002 წლიდან კომპანია იუ-ჯი-თი აქტიურად თანამშრომლობს Microsoft-თან. 2004 წლიდან ფლობს Microsoft Business Solutions-ის, ხოლო 2006 წლიდან - Network Infrastructure Solutions კომპეტენციის სერთიფიკატებს.

 

იუ-ჯი-თი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გაალიცენზირა თითქმის ყველა მსხვილი კორპორატიული ორგანიზაცია, მათ შორის ბანკები, სატელეკომუნიკაციო და სადაზღვევო კომპანიები და მსხვილი ბიზნესის სხვა არაერთი წარმომადგენელი. 

 

იუ-ჯი-თის მიერ განხორციელებული Microsoft-ის ლიცენზირების თითოეული პროექტი მორგებულია კლიენტის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზე, რათა კლიენტმა, ლიცენზირების გარდა, მაქსიმალური სარგებელი მიიღოს Microsoft-ის ახალი ტექნოლოგიებით. მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც Microsoft On-premise-ზე (მუდმივ ლიცენზირებას), ისე Microsoft Cloud-ზე დაფუძნებულ ლიცენზირებას, მის წინაშე მდგარი კონკრეტული ამოცანის შესაბამისად.

 

 Microsoft-ის პროდუქტთა ფართო სპექტრი საშუალებას იძლევა კლიენტის ყველა ტექნოლოგიური მოთხოვნა და ამოცანა დაკმაყოფილდეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალი Cloud ტექნოლოგიები, როგორიც არის: Microsoft Office 365 (O365) და Microsoft Azure. მათი დახმარებით კლიენტს საშუალება აქვს გამოიყენოს Microsoft-ის ინფრასტრუქტურა ყველა საჭირო ტექნოლოგიური სერვისის მისაღებად. 

 

დღეისათვის, ჩვენი კომპანია Microsoft-ის ორივე ყველაზე მაღალი საპარტნიორო სტატუსის - Microsoft LSP (Microsoft License Solution Provider) და Microsoft CSP (Microsoft Cloud Solution Provider) მფლობელია, რაც შესაძლებლობას გვაძლევს კლიენტებს შევთავაზოთ ლიცენზირების ნებისმიერი პაკეტი - Enterprise Agreement, MPSA (Microsoft Product & Service Agreement) და CSP (რაც Cloud პროდუქტების ყოველთვიური გადახდის შეთავაზების საშუალებას იძლევა). 

 

2015 წელს კომპანია იუ-ჯი-თი დასახელდა Microsoft-ის წლის პარტნიორად საქართველოში.